ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის მეფეს ფელიპე მე-VI რწმუნებათა სიგელები გადასცა

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფო სასახლეში გაიმართა.

ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მეფეს შორის აუდიენცია გაიმართა, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრეს და ორმხრივი მზაობა გამოიხატა საქართველოსა და ესპანეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. მეფემ წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს თავისი მანდატის განხორციელებაში.

თავის მხრივ, ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა დაადასტურა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი და მზაობა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading