ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს

ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების სერიოზული შეფერხება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელები, რის გამოც „ენერგო-პრო ჯორჯია“ იძულებულია აღდგენითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში განახორციელოს.

კომპანიის ინფორმაციით – ,,მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და გადაადგილების შეფერხებისა, სპეციალური ბრიგადები უკვე მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დაზიანების ადგილებზე მობილიზებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული აღდგენით სამუშაოებში.”

ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტეს ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ყველა აბონენტს ელექტრომომარაგება სრულად არ აღუდგება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading