გოგა ხაინდრავა: „შაბათის ფორმულამ“ ჩემზე და ჩემს ოჯახზე სიცრუე გაავრცელა“

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 21 დეკემბერს გადაცემაში „შაბათის ფორმულა“ მის და მის ოჯახთან დაკავშირებულ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია სრულად სიცრუე იყო. მისი თქმით, ტელეკომპანიამ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ცილისწამება მოახდინა.

ხაინდრავამ წამოყენა სამი მთავარი სიცრუე, მათ შორის:

➡️ “პირველი იყო გაცხადებული იმის შესახებ, რომ მე, როგორც ქართული ოცნების პროპაგანდისტმა, საჩუქრად მივიღე “ქართული ოცნებისგან” მიწის ნაკვეთები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში. რეალური სურათი არის შემდეგი: როდესაც ჩვენ, ჩვენმა კომპანიამ ეს ნაკვეთები შევიძინეთ, მაშინ, ის ადამიანი, ის ჟურნალისტი, რომელმაც ეს სიუჟეტი გააკეთა, დაბადებული არ იყო. ეს მოხდა 35 წლის წინ, 90-იან წლებში, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბებული და საფასური გადავიხადეთ მანეთებში. აქ იყო საუბარი, თითქოს, ეს ყველაფერი გადმომცა “ოცნების” ხელისუფლებამ, მაშინ არც “ოცნება” არსებობდა, არც “ნაციონალური მოძრაობა”, საერთოდ, სახელმწიფო არ არსებობდა. ეს არის მიზანგანზრახული ცილისწამება ჩემს წინააღმდეგ. ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო განმარტება გაკეთებული, რომ თითქოს, “ქართული ოცნება” მამდიდრებს მე.

კინორეჟისორის თქმით, სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია მიზანმიმართულ ცილისწამებას წარმოადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading