დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს გადაადგილებისთვის,შშმ პირთა ეტლი გადაეცათ
დღეს, ილია მართლის საზოგადოების წარმომადგენელმა დიანა ყუბანეიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან მეგი ედიბერიძესთან ერთად, ბენეფიციარს გადაადგილებისთვის დამხმარე ეტლი გადასცა.
მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ილია მართლის საზოგადოებას მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. მსგავსი სახის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური მხარდაჭერის გაძლიერების გზაზე.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია
