თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა მარიკა დარჩიამ დიდ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, დიმიტრი ყიფიანს, დაბადების დღესთან დაკავშირებით პატივი მიაგეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში  მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს. 

დიმიტრი ყიფიანის სახელს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების დაფუძნება, როგორებიცაა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ასევე ქართული დრამატული საზოგადოება, ამასთანავე ის იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. 

დიმიტრი ყიფიანი გახლდათ თბილისის პირველი არჩეული ქალაქისთავი. თბილისის საკრებულოს ისტორიული სხდომათა დარბაზი სწორედ დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს. გარდა ამისა, დედაქალაქის საკრებულოში საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის, სახელობის საგამოფენო სივრცე ფუნქციონირებს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის მიერ დიმიტრი ყიფიანი ქართული ეკლესიის  წმინდანად იქნა შერაცხილი 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებით. · 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading