დმანისის მერი კულტურისა და სამუსიკო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, მოადგილე არიფ სულეიმანოვთან და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, ნინო ომიაძესთან ერთად, ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და დმანისის სამუსიკო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე პროგრამები, საქმიანობაში არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გზები.


მერმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს მათი შრომისა და კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის, მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი ინოვაციურ იდეებსა და ახალ ინიციატივებს.
