დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრში 19 მაისს საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო – „სოფიკო. უცნობი ისტორიები“ გაიმართება

ღონისძიება გაზეთ „დმანისისა“ და საქართველო-ინდოეთის კულტურული ურთიერთობათა პალატის ორგანიზებით ჩატარდება და 15:00 საათზე კულტურის ცენტრის ფოიეში დაიწყება.

საღამოს ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სოფიკო ჭიაურელის უნიკალური, აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოების გამოფენა, რომელიც მსახიობის ცხოვრების და შემოქმედების ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებს გააცნობს დამთვალიერებელს. ასევე გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სადაც მსახიობის შემოქმედებითი გზა იქნება ასახული.

დასწრება თავისუფალია და ღონისძიებაზე მონაწილეობას ყველა მსურველი შეძლებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading