ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებები და ადმინისტრაციული საკითხები განიხილეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
წარმომადგენლობით ორგანოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, სოლომონ ჩარკვიანი 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი წარუდგინა. ცვლილებები სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამისა და ინფრასტრუქტურული მიმართულების დაფინანსების ზრდას ითვალისწინებს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, დამატებითი ფინანსური რესურსი მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტებისა და მოსახლეობისთვის საჭირო პროგრამების მხარდაჭერას მოხმარდება.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმების შესახებ“ 2025 წლის 23 დეკემბრის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
საკითხი დეპუტატებს საკრებულოს აპარატის უფროსმა, თამარ ასათიანმა წარუდგინა. მისი განმარტებით, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა, დამატებით ფინანსურ რესურსს არ საჭიროებს და მიზნად ადმინისტრაციული პროცესების უფრო ეფექტიანად წარმართვასა და გამართული ორგანიზების უზრუნველყოფას ისახავს.