დაურ ისმაილოვმა სოფელ სადახლოში ადგილობრივ მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა გამართა

მარნეულის მერობის კანდიდატმა, დაურ ისმაილოვმა, სოფელ სადახლოში მოსახლეობასთან ფართო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იყო როგორც სოფლის წინაშე არსებული გამოწვევები, ისე მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები.

„ეს იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სადაც ერთად გავაანალიზეთ არსებული რეალობა და ვიმსჯელეთ მომავალზე. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და პოზიცია ჩვენი მუშაობის მთავარი ინსპირაციაა,“ – აღნიშნა ისმაილოვმა.

მისი თქმით, თითოეული მოქალაქის აზრი ფასეულია და ერთიანობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა იქნება ის საფუძველი, რაც მარნეულის განვითარებას და კეთილმოწყობას უზრუნველყოფს.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მოსახლეობას გულწრფელი საუბრისა და მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ერთიანობა და თანადგომა გახდება რეგიონის წარმატების გარანტია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading