📍 მარნეულის მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის წევრებს მარნეულში ვიზიტისთვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.
🔹 მისივე თქმით, ეს მხარდაჭერა დამატებითი სტიმულია, რომ მეტი პასუხისმგებლობითა და სრული ძალისხმევით ემსახუროს მარნეულის მუნიციპალიტეტს.
„ჩვენი მიზანია მარნეულის წინსვლა, განვითარება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ,“ — აცხადებს მერობის კანდიდატი.
დაურ ისმაილოვი მარნეულის მერობისთვის 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებში იბრძვის.