დმანისის მერობის კანდიდატმა სოფელ მამიშლოსა და საფარლოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

📍 მარნეულის მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ მამიშლოსა და საფარლოს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

🔹 როგორც ისმაილოვმა აღნიშნა, მოქალაქეებთან პირისპირ დიალოგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შეხვედრების დროს მან მოისმინა სოფლის მოსახლეობის საჭიროებები, არსებული პრობლემები და მათი მოსაზრებები.

„ამ ფორმატში ურთიერთობა განსაკუთრებით მეხმარება, რომ მომავალ გეგმებზე გაცილებით ფოკუსირებული და მიზანმიმართული გადაწყვეტილებები მივიღო,“ – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

🔹 ისმაილოვმა მადლობა გადაუხადა სოფლის მცხოვრებლებს გულწრფელი საუბრებისა და აქტიური ჩართულობისთვის.

📌 მერობის კანდიდატი მსგავს შეხვედრებს აგრძელებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელსა და თემში, მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმების დასაგეგმად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading