დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში მოსახლეობას, სხვა უწყებებთან ერთად, საქართველოს ფოსტა ეხმარება

საქართველოს ფოსტის ფელდეგერები სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ, მათ შორის უზრუნველყოფენ მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას.

“საქართველოს ფოსტა, პირველივე დღეებიდან ჩაერთო გურიისა და აჭარის რეგიონების სამაშველო სამუშაოებში. დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ფოსტის ათეულობით თანამშრომელი უზრუნველყოფს სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების მიწოდებას” – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

საქართველოს ფოსტა / Georgian Post

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading