3 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება — ცენტრების მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

2025 წლის გამოცდების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. ამჟამად მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვის ბოლო სამუშაოები.

საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

,,განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი საგამოცდო ცენტრებში მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ გორის, ოზურგეთის, ბათუმისა და ხულოს შემდეგ ფოთში, ზუგდიდსა და ქუთაისში გაეცნენ.

ცენტრების მზადება გამოცდებისათვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი 24-ვე საგამოცდო ცენტრი 3 ივლისს აბიტურიენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაში იქნება.”- ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ორგანიზებულად და სრულ მზადყოფნაში ხვდება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი უკვე მზად არის აბიტურიენტების მისაღებად, რაც საგანმანათლებლო სისტემის კოორდინირებულ მუშაობასა და პასუხისმგებლიან მიდგომაზე მიუთითებს. გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დასრულებული ინფრასტრუქტურული მომზადება ერთმნიშვნელოვნად უზრუნველყოფს პროცესის გამართულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

„Regionnews“ წარმატებებს უსურვებს ყველა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ! გისურვებთ სიზუსტეს, სიმშვიდეს და საუკეთესო შედეგებს!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading