დავით მათიკაშვილი სტაჟიორებს შეხვდა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც პარლამენტში სტაჟირებას გადიან.
დავით მათიკაშვილი ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს როლსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. განვიხილეთ დღევანდელი გეოპოლიტიკური მოვლენები, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაზე. ასევე ყურადღება გავამახვილეთ პარლამენტის ახალ რეგლამენტის პროექტზე, რომელსაც ამჟამად საკანონმდებლო ორგანო განიხილავს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.