დავით კარგარეთელი: ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვაა, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა 2026 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამჟამად 25 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა მიზანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდაჭერა.
„ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი იმ სოციალურ პროგრამებს ეთმობა, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 25 მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ვქმნით მყარ მხარდაჭერის სისტემას შშმ პირებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ახალშობილებისა და მათთვის, ვისაც განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის არც ერთი მცხოვრები არ დარჩეს ყურადღების მიღმა და ყველას ჰქონდეს ხარისხიან სამედიცინო თუ სოციალურ სერვისებზე წვდომა,“ – განაცხადა დავით კარგარეთელმა.
2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების პრეზენტაცია ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლებმა მერიის შეხვედრების დარბაზში გამართეს. ღონისძიებას მერთან ერთად მერის მოადგილე ფუად მირზოევი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები დაესწრნენ.
პრეზენტაცია იმ ცვლილებებს შეეხებოდა, რომლებიც მიმდინარე წლიდან ამოქმედდა.