გაფრთხილება ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით – 8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში პროგნოზირებულია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
❗️დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.
❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო).