,,გულითადად ვულოცავ მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას”-მაკა ბოჭორიშვილი
,,გულითადად ვულოცავ მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და კავშირების გაძლიერებას. ღრმად მწამს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.