ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს. აროშიძემ 11-წევრიანი აკადემიური საბჭოდან 10 ხმა მიიღო, ერთი ხმა კი ბათილად გამოცხადდა.
ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, ბსუ-ს რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.