გიორგი ჩაკვეტაძემ ზოგადი განათლების ახალი ხედვის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ზოგადი განათლების ახალი ხედვის პრეზენტაციას დაესწრო და მის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.


ზოგადი განათლების ახალი ხედვა და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ წარუდგინა.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი ხედვის ფარგლებში შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთი მხრივ, მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად,მეორე მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებულ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომი მიიღონ.

ახალი ხედვის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებაზე; სასკოლო გარემოს განვითარებასა და გაჯანსაღების უზრუნველყოფაზე. ასევე, STEAM მიმართულების გაძლიერებაზე.


ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო და ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ასევე, მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასკოლო გარემოს გაჯანსაღებაზე; მოსწავლეების ფსიქოსოციალურ და ემოციურ მხარდაჭერაზე; ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და ამ მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
 

მინისტრმა წარმოგვიდგინა ზოგადი განათლების ხედვა, რომელიც სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხედვის ფარგლებში გათვალისწინებულია სასკოლო საზოგადოების თითოეული საჭიროება. დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით დაგეგმილი რეფორმები წარმატებით განხორციელდება. კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ახალი ხედვის განხილვაში მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები, ექსპერტები, სკოლის დირექტორები, ზოგადი განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading