აბუ დაბის გლობალური ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აბუ დაბის ჯანმრთელობის დეპარტამენტის თავმჯდომარესა და კონფერენციის ხელმძღვანელს, მანსურ ალ მანსურის შეხვდა

მხარეებმა, მიმდინარე ღონისძიება შეაფასეს და განხილულ აქტუალურ საკითხებზე, ერთმანეთს, საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სისტემაში, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების მიზნით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრმა და აბუ დაბის ჯანმრთელობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა და აბუ-დაბის ჯანმრთელობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნოურა ალ ღათიჰი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading