გარემოსდაცვითი ზედამხედველობა:გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის 586 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1–31 იანვარს, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინეს:
- თბილისი – 331
- ბათუმი – 105
- ქუთაისი – 104
- რუსთავი – 46
დეპარტამენტის ინსპექტორები გზებზე კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ, გამონაბოლქვის დონის მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად ეკიპაჟების რაოდენობა გაიზარდა, შეძენილია ჰიბრიდული ავტომობილები და თანამშრომლები პერიოდულად გადამზადების კურსებს გადიან.
შედეგად, კონტროლი უფრო მასშტაბური და ეფექტიანია – 2024 წელს გამოვლენილი იყო 5562 ფაქტი, 2025 წელს კი, სამოქმედო მასშტაბის ზრდის შედეგად, ფაქტების რაოდენობა 454-ით გაიზარდა.