შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალების გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, 1985 წელს დაბადებული თ.ო.-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში თ.ო. გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა, მიყენებული დაზიანების შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading