ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – ზამურ ჭითანავა ულოცავს ღვთისო კვიციანს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას

ბოლნისელმა სპორტსმენმა, ღვთისო კვიციანმა, 4–15 თებერვალს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზა. 52,2 კგ წონით კატეგორიაში მან ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, ზამურ ჭითანავა ღვთისოს წარმატებას ულოცავს და წერს :

„მსურს გულითადად მივულოცო ღვთისო კვიციანს გამარჯვება. თითოეული ბოლნისელისთვის მეტად საამაყოა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჰყავს. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ სპორტისა და ადგილობრივი სპორტსმენების ხელშეწყობა წარმოადგენს. ღვთისო კვიციანს მიღწეული წარმატებისთვის მერიისგან ერთჯერადად ფულადი ჯილდო გადაეცემა. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას გამარჯვებას და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ არაერთ წარმატებას ვუსურვებ!“

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading