გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა
aktual.ge-ის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცებს – ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს – შორის კონფლიქტი ქორწილში დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, აიდინ მამედოვის სამი ვაჟი საქმის გასარჩევად ავტომობილით ფაილ ალიევის სახლთან მივიდა.
დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა აიდინ მამედოვის ორი შვილი დანით დაჭრა, ხოლო მესამე ვაჟმა ფაილ ალიევსა და მის შვილს ავტომობილით გადაუარა.
ფაილ ალიევი ადგილზე დაიღუპა, მისი ვაჟი კი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული აიდინ მამედოვის დაშავებული შვილებიც.
შემთხვევა სოფელ ყარათაქლაში 5 იანვარს მოხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–109-ე მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე – მიმდინარეობს.