ჯანდაცვის მინისტრი: გრიპის გავრცელების მხრივ ვითარება სტაბილურია, პანიკის მიზეზი არ არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად შემთხვევების მატება ბუნებრივია და ეს ყოველწლიური პროცესია.
მისი თქმით, არსებული მაჩვენებლები არ არის საგანგაშო და არ არსებობს რაიმე სერიოზული დასკვნების გაკეთების საფუძველი.
👉 „ვითარება სტაბილურია და სრულად კონტროლს ექვემდებარება. პანიკის არავითარი მიზეზი ობიექტურად არ არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა.
💉 სარჯველაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულად მზადაა გრიპის სეზონისთვის და ყველა საჭირო რესურსი მობილიზებულია.
📌 მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა:
- გამოიყენონ ვაქცინაცია
- დაიცვან ჰიგიენის წესები
- სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს
მისივე განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაციების დაცვით მოქალაქეები მაქსიმალურად იქნებიან დაცულები.