გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის – დავით ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა ჩატარდა

სხდომაზე კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით განსაზღვრული ექვსი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროსა და საკრებულოს მორიგ, გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.

ეს საკითხებია:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების ნუსხის განსაზღვრის საკითხი, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.

2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

4. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

5. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ავტომობილების გამოყენებისა და მათი შენახვის ხარჯების მოწესრიგების საკითხი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Gardabani Municipality city council

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading