კულტურის სამინისტრომ ოთხ თეატრს და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს სცენის განათებისა და გახმოვანების სისტემები გადასცა

საქართველოს კულტურის სამინისტრომ მარიონეტების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 695 058 ლარის ღირებულების აპარატურა გადასცა.

განათებისა და გახმოვანების სისტემები მიიღო ასევე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ და მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვეს.

კულტურის სამინისტრო წლის ბოლომდე კიდევ 12 სახელმწიფო თეატრის ტექნიკას განაახლებს. აპარატურის გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading