რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ოცზე მეტ საკითხზე იმსჯელეს
საკრებულოს თანხმობით დამტკიცდა სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი და დამტკიცდა ტერიტორიის ზონირება, რაც გასული წლის ანალოგიური დარჩა.
ცვლილებები შევიდა ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესში, რის საფუძველზეც გადაუდებელ კარდიოქირურგიას დაემატა ანგიოქირურგიული მომსახურებაც; გაფართოვდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი და სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისთვის ბენეფიციარებად დარეგისტრირების ასაკი 18-დან 24 წლამდე გაიზარდა.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მოქალაქეების და კერძო კომპანიების მიერ ვალდებულებების შესრულების დადასტურებას ან მათ გაგრძელებას, რაც პირობით გამოცხადებული აუქციონების ხელშეკრულებით ჰქონდათ ნაკისრი, აგრეთვე კონკრეტულ საკადასტრო ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმების დამტკიცებას.
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა მერიის მიერ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
საკითხები საკრებულოს წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა გააცნეს.
რამდენიმეთვიანი გაცდენის შემდეგ სხდომას დაესწრნენ, მაგრამ კენჭისყრებსა და განხილვებში მონაწილეობა არ მიუღიათ დეპუტატებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, ხოლო გახარიას ფრაქციის წევრები არც ამჯერად გამოცხადდნენ საკრებულოში.
რუსთავის საკრებულო • ქართული ოცნება / Rustavi City Council • Georgian Dream





ყველა რეაქცია:
77
მოწონება
კომენტირება
გაზიარება