გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე – თამარ ხაჩიძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, შეჭირვებული ოჯახების დიასახლისებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
თავმჯდომარემ – საბჭოს წევრებთან ერთად 130-მდე ოჯახს სიმბოლურად წითელი კვერცხები და პასკები გადასცა.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო“




