,,ბოლო პერიოდში ვხედავთ ერთადერთ რამეს – საქართველო ისჯება იმ არჩევანის გამო, რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ გააკეთა არჩევანი მშვიდობისკენ და არა ომისკენ”-მაკა ბოჭორიშვილი
„დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობას უპირისპირდებიან, დემოკრატიულ არჩევანს უპირისპირდებიან და ასეთ ჯგუფებზე ამბობ, რომ ეს არის შენი დასაყრდენი ამ ქვეყანაში, ამ ჯგუფებს აფინანსებ, შენ დგახარ ამ ჯგუფების უკან და მაშინ, მოდით, ვთქვათ, რა არის ის ინტერესი, რაც ერთობლივად ამოძრავებთ ამ ჯგუფების დამფინანსებლებს და თავად ამ ჯგუფებს საქართველოში. ბოლო პერიოდში ვხედავთ ერთადერთ რამეს – საქართველო ისჯება იმ არჩევანის გამო, რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ გააკეთა არჩევანი მშვიდობისკენ და არა ომისკენ, უარი თქვა ომზე, უარი უთხრა არასტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამიტომაც მივიღეთ გარკვეული ძალების მხრიდან ამხელა ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე. ეს გრძელდება, ეს ძალები არსად წასულან, კვლავ არსებობს იმის ინტერესი, რომ საქართველოში იყოს გარკვეული დესტაბილიზაციის კერა. იმასაც ვხედავთ, რამხელა წინააღმდეგობა აქვს თუნდაც უკრაინაში სამშვიდობო პროცესს, ვხედავთ, ვის რა ინტერესი აქვს, რათა გახანგრძლივდეს საომარი მოქმედებები. ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობასთან“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ი განაცხადა.