საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

მინისტრმა, მოსწავლეებთან ერთად, არაფორმალურ შემეცნებით აქტივობებში მიიღო მონაწილეობა და ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერა.

ალექსანდრე წულაძის განცხადებით, 198-ე საჯარო სკოლა, როგორც რესურსსკოლა, გამოირჩევა ინკლუზიური განათლების მიმართულებით ინოვაციური მიდგომების დანერგვით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეების სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩართვისთვის. მინისტრის თქმით, სკოლა უახლოეს მომავალში უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობით.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 198-ე საჯარო სკოლას კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი აპარატურა გადაეცა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading