ბოლნისში რაგბის ბავშვთა ფესტივალი გაიმართაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, რაგბის ბავშვთა ფესტივალს დაესწრო

დღეს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და რაგბის კლუბ „ბოლნისის ყოჩების“ ორგანიზებით 12 წლამდე მორაგბეთა შორის ამხანაგური ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში 8 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირზე ერთმანეთს ,,ბოლნისის ყოჩების“ სამი გუნდი, რუსთავის „ხარები“, მარნეულის „არმაზი“ და თბილისის სამი გუნდი – ,,ლაშარი”, „კახები“ და „წიქარა“ დაუპირისპირდნენ.

ფესტივალის მიზანი რაგბის პოპულარიზაცია და ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading