ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს ახორციელებს

მიმდინარეობს რუსთავი–გარდაბანი–ვახტანგისის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. მჭიდროდ დასახლებულ უბნებზე გამავალი 8.6 კმ-იანი და 10 კმ-იანი საგზაო მონაკვეთების დაზიანებული საფარი მოქალაქეებისთვის გადაადგილებას ართულებდა. პროექტის ფარგლებში, იგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა წყალგამტარი მილები, ბეტონის კიუვეტები, ქვეითთა გადასასვლელები, ეზოში შესასვლელები, ტროტუარები, ავტოპავილიონები, საგზაო ნიშნები. სამუშაოები წელს დასრულდება

სრული რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, რუსთავი–ჯანდარას საავტომობილო გზის 8.5 კმ-იან დაზიანებულ მონაკვეთს. პროექტი მოიცავს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობასა და საგზაო ნიშნების განახლებას

სამუშაოეი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading