ბოლნისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ ორი საკითხი განიხილა

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

კომისიამ იმსჯელა სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილების პროექტზე, რომელიც სოციალური პროგრამების უფრო ეფექტიან განხორციელებასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.

დეპუტატებმა ასევე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც შშმ პირების უფლებების დაცვას, ცნობიერების ამაღლებასა და მათ აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში მოიცავს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading