ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეთა მიღება განაახლა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, მოქალაქეთა მიღება განაახლა
ზამურ ჭითანავამ პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად მოქალაქეთა მიღება გამართა და მოისმინა მათი საჭიროებები.
შეხვედრაზე, ძირითადად, გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული, სოციალური და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საჭიროებები, რომელთა გადაჭრის გზებზე მერმა პირველ მოადგილესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელა.
მოქალაქეთა მიღების დღეა ყოველი კვირის ოთხშაბათი. მიღებაზე დასწრების მსურველებმა შეხვედრაზე ჩასაწერად უნდა მიმართონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს.