პროკურატურა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული დაპირისპირების ფონზე დაიგეგმა და ორგანიზებული იყო მესამე პირების მიერ. სასამართლოს შეფასებით, მკვლელობა განხორციელდა შეკვეთით და მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, რაზეც გელა უძილაური დათანხმდა.