ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა თეატრის დღეს გულითადად ულოცავს ბოლნისის თეატრის მსახიობებს

,,14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. მსურს, ეს დღე განსაკუთრებით ჩვენი თეატრის მსახიობებს მივულოცო.”-ზამურ ჭითანავა

მერმა აღნიშნა, რომ თეატრი უკვე 80 წელზე მეტია კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, სპექტაკლები ჟანრულ მრავალფეროვნებასა და მაღალი მსახიობური ოსტატობით გამოირჩევა.

„ჩვენმა მსახიობებმა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ ასახელეს ბოლნისი, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ვულოცავ ქართული თეატრის დღეს და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading