„მეხუთე დღეა გადაუღებლად თოვს ქალაქ ბათუმში. როგორც საგზაო, ასევე საქალაქო ინფრასტრუქტურის და გადაადგილების კუთხით გვაქვს გარკვეული გამოწვევები. როგორც ცენტრალური, ასევე მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში“, -არჩილ ჩიქოვანი
„ამ ეტაპისთვის გაწმენდით ღონისძიებებში ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება, ამავდროულად, 700-ზე მეტი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. ყველა შესაბამისი სპეციალური უწყება და ორგანო არის ჩართული აღდგენით სამუშაოებში როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში.
მიმდინარე პერიოდში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს და ხვალ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილიყო. მომდევნო დღეების განმავლობაშიც ნარჩუნდება უამინდობა და 24 საათიან რეჟიმში მუნიციპალურის ყველა სამსახური, სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ტექნიკური მარილი არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ბათუმის მერმა, რჩილ ჩიქოვანმა.