ბოლნისის მერმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბოლნისში მოსულმა უხვალმა ნალექმა მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში გადაადგილების პრობლემა შექმნა. 18 იანვრიდან საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდის, ისე სალიკვიდაციო სამუშაოები. მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც რთულ პირობებში დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთო აღნიშნულ პროცესში. მათი დაუღალავი შრომისა და კოორდინირებული მოქმედების შედეგად შესაძლებელი გახდა გზების დროულად გაწმენდა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილება. ამ ეტაპისათვის დარჩენილია მცირე სამუშაოები, რაც, რა თქმა უნდა, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, − განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ. 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading