დმანისის მუნიციპალიტეტში 23 იანვარს 2026 წლის ბიუჯეტი და ადგილობრივი პროგრამები განიხილეს

23 იანვარს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც მთავარი საკითხები იყო:
✅ 1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

✅2. განკარგულება: „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ“ 2025 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე;

✅3. განკარგულება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის სოციალური ქვეპროგრამების დამტკიცებისა და განხორციელების წესების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №გ-109.109253582 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

✅4. განკარგულება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №გ-109.109253581 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

✅5. დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;

✅6. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ;

✅7. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა) აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

✅8. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქონების (ფართი) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

✅9. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტში 2026 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის მოწონების თაობაზე;

✅10. განკარგულება: „პირის დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading