პირველი მარტიდან, საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება
საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში, რომლებიც მიზნად ისახავენ უკანონო შრომითი მიგრაციის შემცირებას და ქვეყნის შრომითი ბაზრის დაცვასა და განვითარებას.
🔹 ცვლილებების თანახმად, 1-ელ მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის კანონიერად დასაქმებისთვის აუცილებელია:
- შრომითი ხელშეკრულების გაფორმება;
- შრომითი საქმიანობის უფლების მიღება;
- მოქმედი ბინადრობის ნებართვის ან D1 კატეგორიის ვიზის ქონა.
🔹 შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანო გახდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც დამსაქმებელი შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს.