,,ბავშვები და აქვე თამაშობდნენ. მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ”-ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა
„მანქანას ვაკეთებდი, ჩემთან ყურადღების ქვეშ მყავდა ბავშვები და აქვე თამაშობდნენ. წყლის დაგუბება მოხდა წვიმის შედეგად, ვერ შეამჩნია ბავშვმა და ჩავარდა. იმის გაჭირვება ჩვენ არ გვქონდა, რომ ჯართი მოეკრიბა. ჯართიც არ იყო საერთოდ, ეს არის ცრუ ინფორმაცია. თამაშობდნენ ბავშვები, უბრალოდ თამაშობდნენ, სეირნობდნენ და უცბად ჩავარდნენ. მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ“, – განაცხადა ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუამ ნუგზარ ცეცხლაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.