ახალციხის სასაზღვრო სექტორებში საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალესა“ და „კარწახის“ მონაკვეთებზე, 1974 წელს დაბადებული ჯ.დ. და 1994 წელს დაბადებული ი.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი.
დაკავებულ პირებზე განხორციელდა საემიგრაციო პროცედურები და ისინი ქვეყნიდან გაძევებულნი არიან.