სამეგრელოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი – 1974 წელს დაბადებული კ.ჭ., 1988 წელს დაბადებული გ.ქ. და 1993 წელს დაბადებული ი.ქ. – დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კ.ჭ.-მ, გ.ქ.-სთან და ი.ქ.-სთან ერთად, 2004 წელს დაბადებული შ.ჭ.-ს მიმართ ძალადობა დააორგანიზა. გასული წლის 31 დეკემბერს, დაპირისპირების დროს, შ.ჭ.-მ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები გ.ქ.-ს და კ.ჭ.-ს. პოლიციამ 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა კ.ჭ., გ.ქ. და ი.ქ. ბრალეულობაში დაადანაშაულეს და ისინი თბილისში, ბათუმსა და ხობში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.