ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“. ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაავრცელა.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ორგანიზაციული გაძლიერება არაფორმალური განათლების გზით. პროექტები უნდა მოიცავდეს პრიორიტეტულ თემებს, მათ შორის: ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში, მოხალისეობის ხელშეწყობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია, ინტერკულტურული დიალოგი, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, ეკონომიკური გაძლიერება, მეწარმეობისა და დასაქმების უნარების განვითარება, ინკლუზიური ინიციატივები ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ძალადობის პრევენცია, გარემოს დაცვა და მედია/ციფრული წიგნიერების განვითარება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდების განვითარების სფეროში. კონკურსის საერთო ბიუჯეტია 400 000 ლარი, ხოლო ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური თანხა – 50 000 ლარი.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 12-31 აგვისტოს პერიოდში ელექტრონულ ფოსტაზე: grants-1@youthagency.gov.ge.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading