„დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია -ეროვნული ერთობისა და სუვერენიტეტის გზაზე“-ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიდგორის მთავარი გაკვეთილი რჩება უცვლელი -ერის ერთიანობა, რწმენა და ღირსეული წინამძღოლობა ნებისმიერი დაბრკოლების დასაძლევად. ირაკლი კობახიძის თქმით, თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ასევე იმ ქრისტიანული ფასეულობების დასაცავად, რომლებზეც ჩვენი თვითმყოფადობა და ევროპული ცივილიზაციაა დაფუძნებული.

დღეს ჩვენი თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. დღესაც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის; ასევე იმ ქრისტიანულ ფასეულობათა დასაცავად, რომლებსაც არა მხოლოდ ჩვენი თვითმყოფადობა, არამედ მთელი ევროპული ცივილიზაცია ტრადიციულად ეფუძნებოდა და ეფუძნება. ეს ბრძოლა მოითხოვს იმავე ერთობას, გონიერებასა და სამშობლოს ერთგულებას, რაც ცხრა საუკუნის წინ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვიჩვენეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანობით, ამ სულისკვეთებით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს ისტორიულ მიზანს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

🎖 ღონისძიებაზე თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები „დიდგორის ჯვრით” და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს, სტუმრებს კი კულტურული პროგრამა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების შესრულება წარედგინა.

