აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ა.ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 55 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading