,,აჭარამ, როგორც რეგიონმა, ბათუმმა, როგორც ქალაქმა, თითოეულმა რაიონმა, დასახლებამ აჭარაში წინ მნიშვნელოვნად წაიწია და ამაში თორნიკე რიჟვაძის განსაკუთრებული დამსახურება არის”-შალვა პაპუაშვილი

„სხვათა შორის, ბრიფინგამდე ვესაუბრე მას და მადლობა გადავუხადე იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან თითქმის შვიდი წლის განმავლობაში აჭარისთვის გაწია. ფაქტი ხომ მართლაც ჯიუტია და შეფასებაც აღარ სჭირდება დავინახოთ თუ რამდენად წაიწია წინ აჭარამ, როგორც რეგიონმა, რამდენად წაიწია წინ ბათუმმა, როგორც ქალაქმა, თითოეულმა რეგიონმა, რაიონმა, დასახლებამ აჭარაში და ამაში თორნიკეს განსაკუთრებული დამსახურება არის. რა თქმა უნდა, ყოველთვის თვალშისაცემი იყო ხოლმე ის განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც მას აჭარის მიმართ აქვს და განსაკუთრებულად თვალშისაცემი იყო ხოლმე ის სიყვარული, რომელიც აჭარის მოსახლეობას თორნიკე რიჟვაძის მიმართ აქვს. ეს არის სწორედ, როდესაც ადამიანი ზრუნავს საკუთარ რეგიონზე, რა თქმა უნდა, ამას შემდეგ შესაბამისი გამოხმაურებაც აქვს, ამიტომ მე მას მადლობა გადავუხადე გაწეული საქმიანობისთვის, რაც შეეხება მის გეგმებს ეს მას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading