,,აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი”-შალვა პაპუაშვილი
,,აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის აღიარების შემდეგ, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ შიდა პოლიტიკაში მავნე ჩარევა ფინანსდებოდა, გასაკვირი აღარაა, რატომ ააჯანყეს დონორებმა მათი ენჯეოები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ.
აშშ-მა შექმნა საგარეო დახმარების გასაჯაროების და გადამოწმების პროცესის წამოწყების მაგალითი. ამის ფონზე, სხვა დონორების უმოქმედობა მიუღებელია.
უნდა გადამოწმდეს და გასაჯაროვდეს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალებიდან ქართულ პოლიტიკაში დახარჯული თითოეული ცენტი.”- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში .