,,აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. არჩევნები არალეგიტიმურია, აფხაზეთის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ეს ქმედება სათანადოდ შეფასდეს”-ლევან მგალობლიშვილი

„საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური და, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმებისა და პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას წარმოადგენს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია, ხოლო იქ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე, უკვე ათეული წლებია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს და ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მკაცრად დაგმონ ეს ფაქტი.

ჩვენი მთავარი მიზანია, გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რათა მშვიდობიანი გზით მოხდეს აფხაზეთში ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის უპირობო დაბრუნება და, აფხაზებთან ერთად, ერთიანი სახელმწიფოს პირობებში ჩვენი საუკუნოვანი ერთობის აღდგენა.

აფხაზეთის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს, აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ“, – აღნიშნულია მგალობლიშვილის განცხადებაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading